პარტია „უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო გრუშევსკის ქუჩაზე მივიდა და მომიტინგეებს ხელისუფლებასთან, დღეს 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა.
კლიჩკო „ბერკუტის" წარმომადგენლებს მოელაპარაკა და შეუთანხმდა, რომ ძალადობრივი დაპირისპირება შეწყდეს, მანამდე ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება.
მომიტინგეებმა პოლიტიკოსს მხარი დაუჭირეს.
„თხოვნაა, მოლაპარაკებების დასრულებამდე შეწყვიტოთ წინააღმდეგობა. ნუ იმუშავებს კატაპულტა და ადამიანებმა ქვები არ ისროლონ", _ განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები 20:00 საათამდე გაგრძელდება, რომელთა შემდეგაც ის გრუშევსკის ქუჩაზე დაბრუნდება.
ამას გარდა, კლიჩკომ გაიმეორა თავისი მოთხოვნები ხელისუფლების გადადგომის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები