უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა, პარტია „უდარის" ხელმძღვანელმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინელებს დღეს 12:00 საათზე გამაფრთხილებელი აქციის გამართვისაკენ მოუწოდა. კლიჩკოს თქმით, მთელი უკრაინა, პროტესტის ნიშნად უნდა გაჩერდეს.
„მივმართავ თითოეულს. გამოდით გამაფრთხილებელ გაფიცვაზე და გამოხატეთ პროტესტი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
თავი დაანებეთ სამსახურს ნახევარი, ან ერთ საათით, მიდით თქვენი ქალაქების ადმინისტრაციის შენობებთან, რათა მათ დაინახონ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ არ გვსურს ამ განუკითხაობაში ცხოვრება და მუშაობა. ჩვენ ხელისუფლებას ბოიკოტს ვუცხადებთ",_ განაცხადა კლიჩკომ.
მასალის გამოყენების პირობები