კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე სადაც გრძელდება დაპირისპირეპა საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ძალოვნებს შორის ამჟამად შედარებით მშვიდი სიტუაციააა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტერიტორია შავ კვამლშია გახვეული, საბურავებით დანთებული ცეცხლის გამო. ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე დაახლოებით 300 მომიტინგეა. ისინი არავითარ აქტიურ ქმედებას არ მიმართავენ.
აქციის მონაწილეები საბურავებით კოცონს აღვივებენ, ქარს კი კვამლი ძალოვნების მიმართულებით მიაქვს. ისინი თავის მხრივ ცეცხლის ჩაქრობას ამაოდ ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები