ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკრაინაში შექმნილ კლიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება. ეს განცხადენა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.
„მომდევნო ეტაპი სავარაუდოდ ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მხარეები თავიანთ გრაფიკს კიდევ შეათანხმებენ", _ განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები საღამოს მაიდანზე გამოცხადდება.
ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვეს. იანუკოვიჩთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები