უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებები დასრულდა, ინფორმაციას ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებმა ვიტალი კლიჩკომ, ოლეგ ტიაგნიბოკმა და არსენიი იაცენიუკმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დატოვეს.
მათ შეხვედრის შედეგებზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები