უკრაინის დედაქალაქ კიევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს მათ თავი შეიკავონ ქალაქის იმ ნაწილში გადაადგილებისგან, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს.
სამინისტრო ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიმართავს თხოვნით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, მაქსიმალურად დაიცვან ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომები.
ამასთან, გაცნობებთ, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიევში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: +38 093 919 60 80; +38 093 302 48 48; +38 093 023 27 76;