შესაძლოა ევროკავშირმა უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობები შეწყვიტოს, თუ დადასტურდა, რომ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცენ პროტასევიჩმა გააკეთა.
„უკრაინიდან მომავალი ახალი ამბები შოკისმომგვრელია... ამის შემდეგ ჩვენ შეუძლებელია უკრაინასთან საქმე გვქონდეს ის, როგორც ადრე. თუ მართალია, რომ მილიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა, მაშინ უკრაინსა და ევროკავშირის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება. უკრაინასთან დიალოგი საფრთხის ქვეშაა და ის შესაძლოა დღეს შეჩერედეს", _ განაცხადა იაცენ პროტასევიჩმა.
მან აღნიშმნა, რომ „სისხლი ქუჩებში ყველაფერს ცვლის".