უკრაინაში მიმდინარე პროცესების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს კონსულმა უკრაინაში კონსტანტინე საბიაშვილმა განაცხადა.
,,საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, ამგვარი ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა. 24-საათიან რეჟიმში საელჩოში ცხელი ხაზი მუშაობს. საქართველოდან ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტი იმყოფება კიევში და მათთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ" _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საბიაშვილმა.