კიევში აქციის მონაწილეთა მკვლელობის გამო ლვოვში ხვალ, 23 იანვარს გლოვა გამოცხადდა. ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში შენობებსა და სახლებზე უკრაინის სახელმწიფო დროშები გამოიფინებამ რომლებზეც შავი ლენტები იქნება მიმაგრებული.
ქალაქის ხელმძღვანელობა გასართობი დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების შზღუდვის თხოვნითაც მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოკლულია სამი ადამიანი, ხოლოდ გარდაცვლილია ერთი. ასევე ვრცელდება უნდაფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევის შემოგარენში ცხედრებს პოულობენ, რომლებსაც წამების კვალი ეტყობათ.
მასალის გამოყენების პირობები