ბორისპოლის რაიონში, სადაც მაიდანის აქტივისტი იგორ ლუცენკო ჰყავდათ წაყვანილი ორი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც წამების კვალი ეტყობათ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „ZN.UA" ავრცელებს.
კერძოდ, ცხედრები, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სიახლოვეს იპოვეს. ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ, მათ თავები სკოჩით აქვთ შეკრული.
აღსანიშნავია, რომ სოფლის უბნის ინსპექტორმა ალექსანდრე ზდორმა დაადასტურა, რომ აღმოჩენილია ერთი ცხედარი, რომელსაც წამების კვალი მართლაც ეტყობა. ამჟამად, მისი თქმით, ცხედარი მორგშია გაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ ევრომაიდანის აქტივისტი იგორ ლუცენკო აცხადებს, რომ როდესაც ის მოიტაცეს ის სწორედ ბორისპოლის რაიონში წაიყვანეს. მასთან ერჱად ასვე გატაცებულია და ამ დრომდე დაკარგული კიდევ ერთი აქტივისტი იური ვერბიცკი. მისი ბედი ამ დროისათვის გაურკვეველია.