ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იმედის" შენობასთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის უამრავი ადამიანი შეკრებილი.
"პარტიის იურისტები სარჩელზე უკვე მუშაობენ და სასამართალოს ორშაბათს მიმართავენ", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერით დღეს "ცუდი მომავლის ქორონიკის" "ომის იმიტაცია" გავიდა, რომელმაც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფოთი რეაქცია გამოიწვია.
ტელეკომპანია "იმედის" იმიტაციაში, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
გადაცემამ საქართველოს პრეზიდენსტის საყვედურიც დაიმსახურა, რომელიც გადაცემაში მისულმა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.