გრუშევსკის ქუჩაზე დაღუპული იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა, ფრაქცია „ბატკივშინას" წევრმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა.
„ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, მან გადააბიჯა ყველა კანონს. ესვრიან უიარაღო ხალხს, სამედიცინო პერსონალსა და ჟურნალისტებს. მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია, იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ცეცხლის გახსნის შემდეგ დაეცა „ბერკუტმა" თავის ტერიტორიაზე გაათრია. მათი ბედი უცნობია. ჩვენ არ ვიცით ცოცხლები არიან თუ არა ისინი", _ აცხადებს ტურჩინოვი.