22 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 50 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.790 პროცენტით, მაქსიმალური 5.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.756 პროცენტით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები