უკრაინაში მეოთხე მომიტინგე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუსრუ.კომ"-ის უკრაინული გამოცემა „უკრაინული პრავდა"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჭრილობებისაგან დაღუპულია კიდევ ერთი მომიტინგე. მისი სახელი ჯერ ჯერობით უცნობია. „უკრაინული პრავდა"სათვის მიცემულ ინფორმაციაში მორიგე ექიმი ნიკოლაი სივაკი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ადამიანი 20-25 წლისაა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ის სამედიცინო პუნქტში დღეს დილის 08:00 საათისათვის შეიყვანეს. მას პულსი არ ესინჯებოდა.
გარდაცვლილის ცხედარი გრუშევსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო პუნქტში იმყოფება, რომელიც ერთ-ერთ შენობაშია განლაგებული.
ამჟამად იქ მილიცია მუშაობას და მისი ამოცნობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით უკვე გარდაცვლილია ორი ადამიანი. ამას გარდა, მცირე ხნის წინ საპროტესტო აქციის ერთ ერთი მონაწილე სიმაღლიდან ჩამოვარდა და რეანიმაციაში გარდაიცვალა.