ლიტვის პრეზიდენტი კიევში განვითარებულ სიტუაციზე სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელმძღვანელობას აკისრებს. დალია გრიბაუსკაიტე სასტიკად გმობს ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრას და პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას ხელისუფლებას აკისრებს.
„პრეზიდენტი სასტიკად გმობს კიდევში მიმდინარე სისხლისღვრასა და ძალის გამოყენებას. ყოველივე ამაზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება", _ განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
შეგახსენებთ, რომ კიევში აქციის სამი მონაწილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკვე დადასტურებულია. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით კი დაღუპულია კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები