უკრაინის შს სამინისტრო აცხადებს, რომ „ბერკუტმა" დემონსტრანტების იერიში იმიტომ განახორციელა, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენება გამოერიცხა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მილიციამ გრუშევსკის ქუჩაზე კანისტრები აღმოაჩინა, რომლებშიც დაუდგენელი ნივთიერება იყო და რომლის გამოყენებასაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების წინააღმდეგ აპირებდნენ.
„მილიციის ხელთ გაჩნდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები უცნობი წარმოშობის ქიმიური ნივთიერების გამოყენებას აპირებდნენ, რომელსაც დამწვრობის გამოწვევა შეუძლია. ამის განხორციელება, რომ გამოგვერიცხა, სამართალდამცავებმა მომიტინგეები განდევნეს და კანისტრები ამოიღეს",_ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით „ბერკუტმა" გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები დაარბია.