23 იანვარს, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა სოფელს, ღოღეთს ესტუმრება. ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ღოღეთში მცხოვრებ 77 ოჯახს გადაეცემა ფინანსური და სხვა მატერიალური დახმარება, რომელიც ზამთრის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს მედიის წარმომადგენლებს შეუერთდეს ელჩის ვიზიტს. მედიას მოემსახურება ევროკავშირის ავტოტრანსპორტი