ასობით ყირიმელი თათარი კიევში, ევრომაიდანის მხარდასაჭერად მიემგზავრება. განცხადება ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ ახტემ ჩიიგოზმა გააკეთა.
მისი თქმით, ყირიმელი თათრების ჯგუფები განუწყვეტლივ მიემგზავრებიან უკრაინის დედაქალაქში. უახლოეს დროში ყირიმიდან 5-6 ავტობუსი კიდევ გავა.
ამას გარდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით ყირიმელი თათრები გამუდმებით მონაწილეობენ სიმფეროპოლში მაიდანის მხარდასაჭერად გამართულ ყოველდღიურ აქციაზე.
მასალის გამოყენების პირობები