მაიდანი შტურმისათვის ემზადება. იქ შეშვების რეჟიმი გამკაცრებულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინსტიტუტის ქუჩიდან კრეშატნიკზე ევროპული მოედნის მხრიდან რამდენიმე ასეული აქტივისტი იმყოფება. ისინი ჯოხებითა და კასკებით არიან შეიარაღებულნი.
ამჟამად მაიდანზე საყოველთაო ლოცვა მიმდინარეობს.
ამავდროულად „ბერკუტი" რომელმაც გრუშევსკის ქუჩაზე აქციის მონაწილეთა მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყო მომიტინგეებმა კვლავ განდევნებს და ძველი პოზიციები დაიკავეს.
აქციის მონაწილეებმა იერიშის შედეგად „ბერკუტისა" და შინაგანი ჯარის ნაწილები ძველ პოზიციებზე დააბრუნეს.
„ბერკუტი" უკან დახევისას იარაღსა და გაზის ნაღმებს ისროდა.