22 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ზაირა ნადირაშვილის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით ,,ტყე" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ასახავს ჰარმონიის ძიებაში დანახულ სურათებს, მათ წვრილმან ყოფით დეტალებს, ნიშნებს და შტრიხებს, რომლებიც ჩვენი არსებობის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი ნაწილია. გამოფენა სერიულ ხასიათს ატარებს.
ზაირა ნადირაშვილი ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. მათ შორის იყო სხვადასხვა თემატური გამოფენებიც: ,,დამიკვეთეთ შემოდგომა წინასწარ", ,,სინთეზური საღამო", პერსონალური გამოფენა ,,თი-ბი-სი" ბანკში ლ. გუდიაშვილის სახელობის გალერეაში ბათუმში და ა. შ. ახლო მომავალში ის გეგმავს ერთობლივ გამოფენაში მონაწილეობას, ჰააგაში, დიპლომატიურ კლუბში.
მისი ნამუშევები ინახება კერძო კოლექციებში: ვარშავაში, კიევში, ნიუ-იორკში, თბილისში, ბათუმში.
გამოფენა 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები