უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების მდივანი ანდრეი კლიუევი კიევში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გამორიცხავს. ეს განცხადება ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.
„სიტუაცია რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა შემოღებული არ იქნება", _ აცხადებს კლიუევი.
ამასთან ერთად მან გააკრტიკა აქციის მონაწილეთა ქმედებები, კერძოდ, ის, რომ ისინი სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან.