ევროკომისარი ევროპისა და სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე კიევში 24-25 იანვარს ჩავა. ინფორმაცას ამის შესახებ ფულეს წარმომადგენელი პიტერ სტანო ავრცელებს.
სტანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისარი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების სექტორთან აპირებს შეხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები