საქართველოს საგრეო სამინისტრო ყაზახეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკაში, ალმა-ათის ოლქში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ყაზახეთში, ალმა-ატაშიის მხარეში, კაზილ-აგაშის წყალსაცავზე მომხდარი კატასტროფისა და შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 35-ს მიაღწია. საავადმყოფოში მოთავსებულია სოფელ კაზილ-აგაშის 500-მდე მოსახლე, რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად უვარგისია.
მთელ რიგ სოფლებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რეგიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე დაკეტილია საავტომობილო გზები.
ქვეყნის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განკარგულებით შექმნილია წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა კომისია.
კაზილ-აგაშში ნალექებმა და თოვლის დნობამ გამოიწვია დამბის გარღვევა და წყალსაცავის კაშხლის დაზიანება.