ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის პრეზიდენტმა, დევიდ კრემერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ იანუკოვიჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს.
"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უნდა დაურეკოს იანუკოვიჩს და უთხრას, რომ თუ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, ის იმ სიას ჩაუდგება სათავეში, რომელთა წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს. მოვიდა დრო, რომ არა მხოლოდ განიხილებოდეს სანქციების დაწესების საკითხი, არამედ ეს განხორციელდეს", - განაცხადა კრემერმა.
ამასთან, კრემერი მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სენატორების-ჯონ მაკკეინის, კრის მერფის და ბენ კარდინის გამგზავრებას.