თბილისში, #198-ე ბაგა-ბაღში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.
მათივე ინფორმაცით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.