მაიდანსა და გრუშევსკის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები არავითარ აქტიურ მოქმედებებს არ მიმართავენ. ისინი არც „ბერკუტის" წარმომადგენლების მიმართ ავლენენ რაიმე სახის ქმედებას.
მომიტინგეთა ნაწილი ღამით დანგრეული ბარიკადების აღდგენითაა დაკავებული, ნაწილი კი ჯოხებს ლითონის კასრებს ურტყამს.
თავის მხრივ შინაგანი ჯარის წარმომადგებლები მეგაფონის მეშვეობით მოუწოდებენ მომიტინგეებს უკანონო ქმედებები შეწყვიტონ.
ამავე დროს მილიციის წარმომადგენელთა შორის როტაცია განხორციელდა და აქამდე ყინვაში მდგარი მილიციელების სხვებით ჩანაცვლება მოხდა.
ამ დროისათვის არც ერთი და არც მეორე მხრიდან არავითარი აქტიური ქმედება არ მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები