მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ და მისი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მწუხარებას გამოსთქვამენ ყაზახეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 35 ადამიანი დაღუპის გამო.
ამასთან, მოძრაობა და მისი ლიდერი, მომხდარი ტრაგედიის გამო, თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს, ყაზახეთის ხალხს და ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, ალმა-ატაშიის მხარეში, კაზილ-აგაშის წყალსაცავზე მომხდარი კატასტროფისა და შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 35-ს მიაღწია. საავადმყოფოში მოთავსებულია სოფელ კაზილ-აგაშის 500-მდე მოსახლე, რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად უვარგისია.