უკრაინის შს მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სპეცდანაყოფ ბერკუტის" წარმომადგენლებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დოკუმენტი ძალაში მისი ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შედის ძალაში. სპეცდანაყოფს უფლება მისცეს გამოიყენონ ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი. გამოქვეყნებულია ზახარჩენკოს ბრძანების ნომერი და მისი იუსტიციი სამინისტროში დარეგისტრირების თარიღი.
დოკუმენტის ნორმების თანახმად, „ბერკუტელებს" ბრძანების შესრულების დროს უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური ძალა და „სპეცსაშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღიც „მილიციის შესახებ" კანონის 12-15 პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხევებევში".
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სრულიად უკრაინას მიმართა და ყველას კიევში ჩასვლისაკენ მოუწოდა. მაიდანზე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამავდროულად პოლიცია აქციის მონაწილეებთან შეტაკებებისას ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებს.