სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს აქვთ უფლება მასობრივი არეულობების დროს ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ, თუმცა კვირას მომხდარი წინააღმდეგობის დროს მილიციონერები არც ისე ხისტად მოქმედებდდნენ, როგორც მათ კანონით მინიჭებული უფლება აქვთ. ეს განცხადება უკრაინის შს სამინისტროში გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„გუშინდელი არეულობების დროს მილიციას ჰქონდა უფლება ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა. ეს უკრაინის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.",_ აცხადებს უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი და სპორტული დეპარტამენტის უფროსი ოლეგ მატვეიცოვი.
მისივე თქმით, გრუშევსკის ქუჩაზე მასობრივი არეულობების დროს „მილიციონერები ისე ხისტად არ მოქმედებდდნენ, როგორც მათ ამის საშუალებას კანონი აძლევთ".
„მათ მიმართ ვინც მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა თავდაცვის სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. ეს არის ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხმაურის გამომწვევი ნაღმები.
ამასთან ერთად, უკრაინი შს სამინისტრო აცხადებს, რომ წყლის ჭავლის ავტომანქანები გამოიყენებოდა ალმოდებული ავტობუსების ჩასაქრობად და არა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.