დეპუტატმა ანდრეი პარუბიის თქმით, ამ დროისათვის კიევში სპეცდანაყოფ „ბერკუტი" -სა და შინაგანი ჯარის წარმომადგენლების რაოდენობა 20 ათასს ასცდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგებლებს ქვეყნის ხელისუფლებამ სხვა და სხვა რეგიონებიდან მოუყარა თავი.
„აქ 20 ათასზე მეტი „ბერკუტელი" და შინაგანი ჯარის წარმომადგებელია. ამიტომაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაიდანის დაცვა. სპეცრაზმელები კიევში სხვა და სხვა რეგიონებიდან ჩამოდიან. ზოგი ადგილიდან მათ არ უშვებენ, ზოგ ადგილში კი ისინი განცალკევებულ ადგილზე იკრიბებიან და კიევისკენ მოდიან.
დღეისათვის მათი რაოდენობა დედაქალაქში განსაკუთრებით დიდია ისინი 20 ათასზე მეტნი არიან", _ განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სრულიად უკრაინას მიმართა და ყველას კიევში ჩასვლისაკენ მოუწოდა. მაიდანზე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამავდროულად პოლიცია აქციის მონაწილეებთან შეტაკებებისას ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებს.
უკრანის შს სამინისტრო: სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს აქვთ უფლება ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ