მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წინასაარჩენო პროგრამის ~კარდაკარის~ ფარგლებში რამდენიმე არარსებული მისამართი აღმოჩინა.
როგორც ნოღაიდელის პარტიიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, ცესკო-ს მიერ შედგენილი საარჩევნო უბნების საზღვრებში შემავალი ქუჩები და მითითებული მისამართები არ არსებობს.
კერძოდ კი 54-ე საარჩევნო უბანზე ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის #2 და #4, 45-ე საარჩევნო უბანზე - გამრეკელის ქუჩის #11, 33-ე საარჩევნო უბანზე - გოძიაშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის #20 და #22, 15-ე საარჩევნო უბანზე - მიცკევიჩის ქუჩის #13, 49-ე საარჩევნო უბანზე - გოძიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევის # 41, 107 და 123, გოძიაშვილის ქუჩის .#2ა, 83-ე საარჩევნო უბანი - ს. ჩიქოვანის #9/11 მეორდება # 43-ე საარჩევნო უბანის საზღვრებშიც და 64-ე საარჩევნო უბანი - საირმის გორა #25/34, 29 და 38 არ ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები