ევროკავშირმა უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ევროკავშირი უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის ფართო დიალოგის დაწყების მოწოდებით გამოდის.
„ევროკავშირის საბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა: მან შეშფოთება გამოთქვა მოვლენების განვითარების თაობაზე და პოლიტიკური კრიზისის დემოკრატიულად გადაწყვეტილსათის ფართო დიალოგის გამართვის მოწოდებით გამოვიდა",_ წერს „ტვიტერში" თავის გვერდზე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ქეთრინ ეშტონის წარმომადგენელი მაია კასიანჩიჩი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი.
ლინკიავიჩუსი ასევე წერს: „ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს 16 იანვარს მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო და ფართო დიალოგის, თავშეკავებისა და შეკრების თავისუფლებისა უფლების გარანტირების მოწოდებით გამოდის".