აქციის მონაწილეთა და მილიციის დაპირისპირების ადგილზე, გრუშევსკის ქუჩისკენ სპეცდანიშნულების რაზმის ახალი დანაყოფები მიდიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაპირიპირების ადგილისკენ სპეცრაზმის წარმომადგენლები გვერდით მდებარე ქუჩიდან შედიან.
მათი ნაწილი, დაპირისპირების ადგილის სიახლოვეს გაჩერდა, ნაწილი კი „დინამოს" სტადიონისკენ მიდის. სპეცრაზმელები არავითარ განსაკუთრებულ ქმედებას ჯერ ჯერობით არ ახორციელებენ. მათი ამ ადგილას მოსვლის საბოლოო მიზეზი ჯერ ჯერობით გაურკვეველია.
ამავდროულად, აქციის მონაწილეთა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს შორის წვრილი შეტაკებები გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები