უკრაინის ოპოზიციური პარტიის „უდარი"-ს ლიდერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტს იანუკოვიჩს მართლაც სურს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და არა პროცესის მხოლოდ იმიტაცია, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღო და მოლაპარაკებებში პირადად უნდა მიიღოს მონაწილეობა და მიღწეულ შეთანხმებაზე პირადად უნდა აგოს პასუხი.
„ამიტომაც გამოიყურება მოლაპარაკებები ანდრეი კლიუევთან უცნაურად, რომელიც იანუკოვიჩმა შეqმნილი პოლიtიკური კრიზისის მოგვარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა. ამიტომაც სწორედ კლიუევს ეკისრება 30 ნოემბერს, ევრომაიდანის სისხლიან დარბევასა და სტუდენტებს ცემაზე პასუხისმგებლობა, რომლის გამოც არც არავინ არ დასჯილა", _ განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ მათთან აქვს აზრი ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე.
„ამიტომაც ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებში აუცილებელია იანუკოვიჩის მონაწილეობა",_ აცხადებს კლიჩკო.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება კვლავ არ შეასრულებს მოლაპარაკებებზე მოცემულ პირობას „სიტუაციის ესკალაცია გარდაუვალი იქნება".