შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს „ყველაზე რეპრესიული კანონმდებლობა უწოდა, რომელიც ევროკავშირის არსებობის მანძილზე მიუღია რომელიმე პარლამენტს". განცხადება ამის შესახებ ბილდტმა ბრიუსელში გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიევში მიღებულ ამ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტზე რეაგირება მოვახდინოთ. ის რაც მოხდა გუშინ არის შედეგი ამ რეპრესიული კანონებისა. ეს რეპრესიული კანონები ცვლიან იმ საშუალებას რომლის მიხედვითაც ჩვენ უკრაინასთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ და ჩვენ ამავე რეაგირება უნდა მოვახდინოთ", _განაცხადა მინისტრმა.