სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, „ვილაიათ დაღესტანი"-ს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც დაჯგუფება „ანსარ ალ-სუნნას" წარმომადგენლები სპორტული ღონისძიებების დროს ტერორისტული აქციების განხორციელებით დაიმუქრნენ.
ვიდეოფირზე ორი მამაკაცი მიანიშნებს იმაზეც, რომ ისინი იყვნენ ვოლგოგრადში მომხდარი ორი აფეთქების ორგანიზატორები.
როგორც აშშ-ში არსებული ინტერნეტ-რესურსი „SITE Monitoring Service"- ი იუწყება, ვიდეოფირზე აღბეჭდილნი არიან ვოლგოგრადის ტერაქტის შემსრულებლები - სულეიმან და აბდულ რაჰმანები.
რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერ-ჯერობით ამ ფირზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ფირზე აღბეჭდილი მამაკაცები მიმართავენ რა რუსეთის პრეზიდენტს აცხადებენ, რომ მათ მომზადებული აქვთ „საჩუქარი", რომელიც განკუთვნილია როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურისათვის ასევე ოლიმპიადის სტუმრებისათის.
„ანსარ ალ-სუნნას" - ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ერაყში 2003 წელს გამოჩნდა. მისი წარმომადგენლები აცხადებდდნენ, რომ ისინი აშშ ჯარებსა და ირანის ხელისუფლებას ებრძვიან.
„ვილაიათ-დაღესტანი" -ეს დაღესტანში მოქმედი დაჯგუფებაა.
„ეს მუქარა რეალურია. ისინი ოლიმპიადის დროს თავდასხმებისაკენ მოუწოდებენ. მგონია, ჩვენ ყველა ვნახავთ მცდელობებს ამის განხორციელების", _ განაცხადა „ენ -ბი-სის"სთან ინტერვიუში წარმომადგენელტა პალატის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაკკოლმა.
მისივე თქმით, რუსეთში ამ მუქარებს სერიოზულად აღიქვამენ.
მასალის გამოყენების პირობები