ხვალ, 21 იანვარს, 19:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" ნუცა მანჯგალაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 2013 წელს შესრულებული ოცი ფერწერული ნამუშევარი აკრილით ტილოზე და მუყაოზე იქნება წარმოდგენილი.
მხატვრის ნუცა მანჯგალაძის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს, პოლონეთის, აშშ, საბერძნეთის და ესპანეთის კერძო კოლექციებში.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 24 იანვრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები