კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეთა ჯგუფები სპეცდანაყოფ „ბერკუტის" წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბარიკადებს მიღმა იმალებიან და ცდილობენ „ბერკუტს" სახანძრო მანქანიდან წყალი შეასხან.
„ბერკუტის" ნაწილები აქციის მონაწილეთა პირისპირ დგანან, ისინი ფარებს აჟღარუნებენ, თუმცა, ჯერ ჯერობით, აქტიურ მოქმედებებზე არ გადადიან.
შეგახსენებთ, რომ უკრანული „მეხუთე არხის" ჟურნალისტის ანდრეი კოვალიოვის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა აქციის მონაწილე სამუზეუმო ჩიხში ღამეს ათევდა, როდესაც იქ ძალოვნები შეიჭრნენ.
მათ ისინი გახადეს, და მაიდნის მიმართულებით წინ გაიგდეს, თან სცემდნენ და ცივ წყალს ასხამდნენ.
გუშინ მაიდანზე სახალხო შეკრების ე.წ. სახალხო ვეჩეს დასრულების შემდეგ ოპოზიციური ძალების მოწოდებით აქციის მონაწილეთა ნაწილი რადისა და მინისტრთა კაბინეტის შენობების მიმართულებით, ამ შენობების ხელში ჩაგდების განზრახვით გაემართა.
სამართალდამცავებმა მათთვის გაზის გადაკეტვა სცადეს, მოხდა შეტაკება. სამართალდამცავემა ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ხმაურის გამოწვევი შაშხანები გამოიყენეს.
მოხდა ასევე შეტაკება ანტისამთავრობო საპროტესტო ძალების წარმომადგენლებსა „ბერკუტს" შორის. გრუშევსკის ქუჩაზე ბოლო საათების განმავლობაში დამწვარია ავტომანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სამართალდამცავები, არეულობის წინააღმდეგ ბერკუტის წარმომადგენელთა გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
ორივე მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი - ჰოსპიტალიზირებულია 70.
პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.
პარტია „უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ წუხელ, გვიან ღამით გამართა მოლაპარაკებები ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელიც მზადაა შექმნას ანტიკრიზისული კომისია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო იმის ზღვარზეა.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე.
წუხელ არეულობის დაწყების მიზეზი 16 იანვარს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი გახდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზღუდება დემოკრატია.