უკრაინის ქალაქებში არსებული სამხედრო ნაწილები ადგილობრივებს აქვთ ბლოკირებული. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ შინაგანი ჯარის ნაწილები კიევში აქციის მონაწილეთა დასარბევად წასასვლელად ემზადებიან.
ბლოკირერულია ივანო-ფრანკოვოსა და ლვოვის სამხედრო ნაწილები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ სამხედრო ნაწილის ყველა გასასვლელ-გამოსასვლელის ჩაკეტვის შემდეგ მათთან სამხედრო ნაწილის წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ სამხედროები კიდევში უნდა გაემგზავრონ, ვინაიდან იქ აქციის მონაწილეებს იერიშები მილიციაზე მიაქვთ.
შეგახსენებთ, რომ უკრანული „მეხუთე არხის" ჟურნალისტის ანდრეი კოვალიოვის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა აქციის მონაწილე სამუზეუმო ჩიხში ღამეს ათევდა, როდესაც იქ ძალოვნები შეიჭრნენ. მათ ისინი გახადეს, და მაიდნს მიმართულებით წინ გაიგდეს, თან სცემდდნენ და ცივ წყალს ასხამდდნენ.
გუშინ მაიდანზე სახალხო შეკრების ე.წ. სახალხო ვეჩეს დასრულების შემდეგ ოპოზიციური ძალების მოწოდებით აქციიის მონაწილეთა ნაწილი რადისა და მინისტრთა კაბინეტის შენობების მიმართულებით, ამ შენობების ხელში ჩაგდების განზრახვით გაემართა. სამართალდამცავებმა მათთვის გაზის გადაკეტვა სცადეს, მოხდა შეტაკება. სამართთალდამცავენმა ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ხმაურის გამოწვევი შაშხანები გამოიყენეს.
მოხდა ასევე შეტაკება ანტისამთავრობო საპროტესტო ძალების წარმომადგენლებსა „ბერკუტს" შორის. გრუშევსკის ქუჩაზე ბოლო საათების განმავლობაში დამწვარია ავტომანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სამართალდამცავები, არეულობის წინააღმდეგ ბერკუტის წარმომადგენელთა გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
ორივე მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი - ჰოსპიტალიზირებულია 70.
პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკლებები ოპოზიციასთან. პარტია „უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ წუხელ, გვიან ღამით გამართა მოლაპარაკებები ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელიც მზადაა შექმნას ანტიკრიზისული კომისია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო იმის ზღვარზეა.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე.
წუხელ არეულობის დაწყების მიზეზი 16 იანვარს პარლამენტის მიერ მიღებული საკაონმდებლო პაკეტი გახდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზღუდება დემოკრატია.