თბილისის მერია საკრებულოს დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს წარუდგენს. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განმარტებით, ბიუჯეტის შესწორებისას საკრებულოს 14-დან 10 რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათი შესწორების საშუალებას კანონი არ იძლევა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კი აცხადებს, რომ უმცირესობასთან კონსულტაციებისთვის მზად არის და ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით გადანაწილდება.
,, მოტივირებული ვართ იმისთვის, რომ ქალაქს ბიუჯეტი გააჩნდეს, ოღონდ არა ისეთი როგორც კონკრეტულად ერთ პარტიას ,,ნაცმოძრაობას" უნდა. ჩვენ გვინდა ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი რომელიც მოტივირებული და მიზანმიმართული იქნება თბილისელების უკეთესი მომავლისთვის", _განაცხადდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა.
თვითმმართველ ორგანოს დედაქალაქის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა 10 მარტს ეწურება, რის შემდეგაც საკითხი კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება.