კიევში გრძელდება შეტაკებები ანტისამთავრობო საპროტესტო ძალების წარმომადგენლებსა „ბერკუტს" შორის. გრუშევსკის ქუჩაზე ბოლო საათების განმავლობაში დამწვარია ავტომანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სამართალდამცავები, არეულობის წინააღმდეგ ბერკუტის წარმომადგენელთა გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
ორივე მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი - ჰოსპიტალიზირებულია 70.
პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკლებები ოპოზიციასთან.
პარტია „უდაერის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ წუხელ, გვიან ღამით გამართა მოლაპარაკებები ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელიც მზადაა შექმნას ანტიკრიზისული კომისია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო იმის ზღვარზეა.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე.
წუხელ არეულობის დაწყების მიზეზი 16 იანვარს პარლამენტის მიერ მიღებული საკაონმდებლო პაკეტი გახდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზღუდება დემოკრატია.