დღეს, 20 იანვარს, საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ნილს მუჟნიეკსი ეწვევა. კომისრის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. ვიზიტი 24 იანვრამდე გასტანს.
ვიზიტის ფარგლებში ნილს მუჟნიეკსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრთან, აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან.
ევროპის საბჭოს კომისარი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საქართველოს ცალკეულ რეგიონებს მოინახულებს. მუჟნიეკსი ადამიანის უფლებათა კომისრად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ 2012 წლის 24 იანვარს აირჩია. ნილს მუჟნიეკსი თომას ჰამერბერგისა (2006-2012) და ალვარო ჯილ-რობლეს (1999-2006) შემდეგ, რიგით მესამე კომისარია.