ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტი გამოვლენილია მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის N1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, სადაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია მდებარეობს. აღნიშნულის შესახებ დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილისა და კომპანია „ყაზტრანგაზ-თბილისის" ხელმძღვანელის ხელმძღვანელის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„ზამთრის სიცივეებთან ერთად მკვეთრად იმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გაზის დატაცების ფაქტებმა. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა დიდი ორგანიზაციები ცდილობენ. კერძოდ, ასეთი ფაქტი გამოვლენილია მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის N1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, სადაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია მდებარეობს. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმიური შემოწმების შედეგად აღმოჩენილია მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი გაზის მილი.
კომპანიის თანამშრომლების მიერ ადგილზე უკვე გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალთალდარღვევის ოქმი, ორგანიზაციას შეუწყდა გაზმომარაგება, რომლის აღდგენაც მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდის და გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების შემდეგ მოხდება.
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ საგანგებო რეიდები და შემოწმებები მთელი თბილისის ტერიტორიაზე გაგრძელდება და ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ კანონმდებლონით გათვალისწინებული სანქციები გატარდება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.