აშშ-ს სენატში უკრაინის საკითხის მოსმენისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სანქციები „უკვე მაგიდაზე დევს".
სენატორ ჯონ მაკკეინის შენიშვნაზე იმის შესახებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა საჭირო, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ „სანქციები უკვე მაგიდაზეა".
ამასთან ერთად, მაკკეინმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია.
„საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უკრაინელებს მხარი უნდა დავუჭიროთ მათი მომავლისათვის ბრძოლაში. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკრაინელები თავად გადაწყვეტენ პრობლემებს, თუკი უკვე ახლა ისინი ჩვენგან დახმარებას ითხოვენ",_ განაცხადა მაკკეინმა.
ამას გარდა, ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ხელისუფლებასა და საპროტესტონ აქციის მონაწილეებს მოუწოდა ძალა არ გამოიყენონ.