მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები მთავრობაში დაგეგმილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო, „ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე მინისტრის გადადგომას მოითხოვს.