დღეს, 13 მარტს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები გორის # 3 საჯარო სკოლის შენობაში გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან.
შეხვედრის მიზანია, მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ექსპერტები პედაგოგებს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენების ტესტების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
14 მარტს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ცენტრის წარმომადგენლები ზუგდიდის სკოლების პედაგოგებს შეხვდებიან, 15 და 16 მარტს კი _ აჭარის რეგიონისა და ოზურგეთის სკოლების წარმომადგენლებს.