წელს 1 მლრდ 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი იქნება, აღნიშნულის შესახებ განცხადებას, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აკეთებს.
„წელს რა პროექტებიც დაიწყება, ესაა 1 მლრდ 150 მლნ დოლარის ღირებულების. რამდენიმე შეიძლება კიდევ დაემატოს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ წელს კი არ ავითვისებთ ამ თანხას მთლიანად, უბრალოდ ამ მოცულობის პროექტები იქნება ინიცირებული", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.