თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტი 50 მლნ დოლარიანი რძის გადამამუშავებელი საწარმო იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გააკეთა. ბაჩიაშვილის თქმით, პროექტი უკრაინულ ჯგუფ „ტერა ფუდთან" ერთად განხორციელდება.
„ზუსტი პასუხი გვაქვს რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაზე, რომელიც წელს ნამდვილად დაიწყება. ჯამში, 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მას თანაინვესტირების ფონდი უკრაინულ ჯგუფ „ტერა ფუდთან" ერთად განახორციელებს. „ტერა ფუდი" არის ერთ-ერთი მთავარი მომარაგებელი „მაგდონალდსის" უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში", -განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორც ბაჩიაშვილი აცხადებს. პროექტის განხორციელებისთვის 25 მლნ დოლარს კომპანია სესხად აიღებს, ხოლო დარჩენილ თანხას კი თანაინვესტირების ფონდი ჩადებს. რძის გადამამუშავებელი საწარმო სამტრედიაში, ან ქუთაისში აშენდება.