15 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 31 150 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.800 პროცენტიტ, მაქსიმალური 6.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.188 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 6.1 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.