დღეს, 13 მარტს, თბილისის ივენთ ჰოლში რაგბის ქომაგთა კლუბის პრეზენტაცია და კლუბის პრეზიდენტის წარდგენა გაიმართება. პრეზენტაციის ორგანიზატორები არიან "ნატახტარი კასრის" და რაგბის კავშირი.
ღონისძიება რაგბში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩატარდება. დამსწრეები გაეცნობიან რაგბის გულშემატკივართა ქცევის წესებს. გათამაშდება საქართველო-რუსეთის მატჩის საგზურები.
რაგბის ქომაგთა კლუბი 13 თებერვალს, საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ, "ნატახტარი კასრისა'' და "საქართველოს რაგბის კავშირის'' მხარდაჭერით დაფუძნდა. კლუბის გამგეობა საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბა. კლუბის ხელმძღვანელად ნიკა რამიშვილი აირჩიეს.
გამგეობაში შედიან ლუდსახარში "ნატახტარი'', "რაგბის კავშირი'', კომპანია "ბეტერფლაი'', სააგენტო "ლაივი'' და კომპანია "ჯეპრა''.